1.პროექტის სახელწოდება: ,,ყრმაო პოეტო , უღვთო იყო შენი სიკვდილი, ვინ იცს რავდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა ,,
(ილია ჭავჭავაძე ).
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია , რადგანაც ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევით უნარს, ამაღლებს მათ მოტივაციას . მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი იცოდნენ მეტი პოეტის პირად ცხოვრებაზე, ეცნობიან მის შემოქმედებას.
5. მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
7.მოსალოდნელი შედეგები| პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას , ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს. განიმტკიცებენ ცოდნას ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სათანადო ლიტერატურა , ნიკოლოზ ბარათაშვილის კრებული, ქართველი რომანტიკოსები, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება (მიზნობრივი გადანაწილებით) , პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში, მოვალეობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის, ვინ, რას აკეთებს.
1-ლი ჯგუფი მუშაობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის მასალების მოძიებაზე.
მე-2 ჯგუფი მუშაობს ბარათაშვილის პირადი წერილების მოძიებაზე
მე-3 ჯგუფი მუშაობს პოეტის ლექსებზე და გამომეტყველებითი კითხვის უნარების განმტკიცებაზე.
პროექტის პრეზენტაცია მოხდება ლიტერატურული დილის სახით თემაზე: ,ყრმაო პოეტო, უღვთო იყო შენი სიკვდილი ვინ იცს რავდენი საუნჯენი დავკარგეთ ჩვენა,,
პროექტის შეფასება:
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
თემის , იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას.
|
უჭირს თემის და მიზნის გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
|
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
|
,აუდიტორიასთან კავშირი, კეთილგანწყობა.
|
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა, აუდიტორიასთან კავშირს ვერ ამყარებს.
|
ნაწილობრივ ახერხებს კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის ხმასა და საუბარს
|
მოსწავლე თვალით ამყარებს
აუდიტორიასთან კავშირს ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.
|
ანალიზისა და სინთეზის უნარი. საკუთარი პოზიციის დაცვა.
|
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში.
|
უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები.
|
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით, თანმიმდევრულად აკეთებს თავისი მოსაზრებების დემონსტრირებას , იცავს საკუთარ პოზიციას.
|
საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან | ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმა-ციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შე-უძლია გააანალიზოს, რო-გორ გამოიყენება მხატვრუ-ლი და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ციური ქავჟარაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა -GAVJARADZECIURI@GMAIL.COM
No comments:
Post a Comment