გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
გიორგი ლეონიძე ,, ვეფხისტყაოსანს’
საგანი პედაგოგი
ქართული/ციური  ქავჯარაძე
სწავლების საფეხური /კლასი
დაწყებითი საფეხური/მეექვსე  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის აქტუალობა
·         გაიზიარონ წარსული, გაიხსენონ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’, დაწერის დრო, ეპოქის ისტორია.
·         ისაუბრონ გიორგი ლეონიძის ლექსის მთავარ სათქმელზე, ლექსის მხატვრულ ღირებულებებზე.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ქართ.VI. 2.5.მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის  არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართული VI. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული  და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა, გაგება-გაანალიზება.
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეები იცნობენ გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიას, წაკითხული აქვთ  მოთხრობები, ლექსები.
·         ციან შოთა რუსთაველი და ,,ვეფხისტყაოსანი’’.
შეფასების საგანი და პროცედურები
·         მოსწავლეთა მიერ ლექსის გამომეტყველებით კითხვა.
·         დამოუკიდებელი აზროვნების ჩვევების განმტკიცება, ინდივიდუალური, წყვილური   და ჯგუფური მუშაობა და გაკვეთილში ჩართულობა.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო  სახელმძღვანელო, შოთა რუსთაველის პორტრეტი, გიორგი ლეონიძის სურათები, ვეფხისტყაოსნის გამოცემები, ნაბეჭდი  წიგნების ილუსტრაციები.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
1. მისალმება. დასწრებადობის აღრიცხვა, კლასის ორგანიზება. 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა- გამოწვევა
აქტივობა 1.- კითხვებზე  პასუხის  გაცემა _ 8 წთ.  
ა. რა იცით შოთა რუსთაველის პიროვნების ეპოქის  შესახებ?
ბ. თქვენი აზრით, რას  ნიშნავს ვეფხისტყაოსნის პოპულარობა?
გ. რატომ მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ ლექსი ,,ვეფხისტყაოსანს’’?
დ.რა შეგიძლიათ თქვათ გიორგი ლეონიძის შესახებ?

გაკვეთილის ფაზა B _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2. ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 2 წთ.
აქტივობა 3. ახალი  მასალის გამომეტყველებით კითხვა. _ 10 წთ. 
ლექსი ,,ვეფხისტყაოსანს’’, მუშაობა ტექსტის ანალიზზე.

გაკვეთილის ფაზა C _ რეფლექსია

აქტივობა 3. ლექსის განმეორებით კითხვა _ 10 წთ.
დავალება 1. დაძებნეთ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებიც გიქმნიან  კარგ განწყობას. მაგალითებს ტექსტიდან დაასახელებენ.
;ხელში  აგიღებ...გაკოცებ,              
კიდევ ჩაგკოცნი ...
წიგნი კი არა--ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული  ჩანჩქერის---‘
ყურადღება გამახვილდება აფორიზმზე;
‘სჯობს სიცოცხლესა  ნაძრახსა სიკვდილი
სახელოვანი’
დავალება-მუშაობა  ჯგუფებში
მხატვრული ხერხების მაგალითების დაძებნა.
აქტივობა -4 ჯგუფები  აკეთებენ პრეზენტაციას          10 წთ.
(ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება)

აქტივობა 5. შეფასება (განმსაზღვრელი, ზეპირი) 3 წთ

საშინაო  დავალება - ლექსი  ზეპირად 2 წთ.
წერითი დავალება--აფორიზმის  გაშინაარსება.
,,სჯობს  სიცოცხლესა  ნაძრახსა, სიკვდილი  სახელოვანი’’.


No comments:

Post a Comment